fbpx
საბერძნეთი

“მკვლელი” სანაპირო საბერძნეთში – რატომ დაერქვა ასეთი უცნაური სახელი?!

პელოპონისოში, კერძოდ კი, მესინიაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანაპირო ყველაზე შეუსაბამო სახელს ატარებს, რაც კი წარმოგიდგენიათ. მაგრამ როგორც კი ამ გარემოში მოხვდებით, მაშინვე დაგავიწყდებათ მისი სახელწოდება და მაგიურ სამყაროში ჩაიძირებით.

საუბარია სანაპიროზე, სახელად “მკვლელი” (Φονέας) , რომელიც კლდეების ძირში იმალება და იდეალურია მათთვის, ვისაც სიმაღლიდან წყალში ხტომა მოსწონს.

არსებობს სხვადასხვა ლეგენდები მისი სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე გავრცელებული მაინც ერთია. ის უკავშირდება მეკობრეს, რომლის გემიც ჩაიძირა და შემდეგ ამ სანაპიროზე დასახლდა დროებით, სანამ გემს შეაკეთებდა. პარალელურად კი, ხოცავდა და ძარცვავდა ყველას, ვინც კი ამ ადგილას გაივლიდა.

არც თუ ისე მომხიბვლელი სახელის მიუხედავად, ეს ერთ-ერთი საუკეთესო და ულამაზესი სანაპიროა პელოპონისოში, თავისი ლაჟვარდოვანი წყლებითა და ბუნებრივი გარემოთი. აქ ვერ ნახავთ შეზლონგებსა და ქოლგებს, ამიტომ კარგად აღჭურვილი უნდა წახვიდეთ სიამოვნების მისაღებად.

onalem

ტესტ