fbpx
საბერძნეთი

ორგანოთა დონაციის ეროვნული ორგანიზაცია აცხადებს, რომ 17 წლის ბიჭის ოჯახთან არასოდეს შემდგარა დონაციის საკითხზე საუბარი

უკვე ყველასთვის ცნობილია 17 წლის ტაქსიარხის ამბავი, რომელიც თვეების შემდეგ კომიდან გამოვიდა და ფაქტობრივად, მეორედ დაიწყო ცხოვრება. საუბარი იყო იმაზეც, რომ თითქოს მისი ოჯახი ბიჭის ორგანოების დონაციას აპირებდა, რადგან კლინიკურად გარდაცვლილად ითვლებოდა. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არ იყო ოფიციალურ კვლევებზე დაყრდნობილი.

ორგანოების დონაციის ეროვნული ორგანო ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოზარდის ოჯახის წევრებთან არასოდეს შემდგარა ორგანოზების დონაციაზე საუბარი და რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. ამას გარდა, აღნიშნავენ, რომ ტაქსიარხის არასოდეს აღენიშნებოდა ტვინის სიკვდილის ნიშნები და შესაბამისად, არასოდეს ჩატარებულა კონკრეტული ანალიზები აღნიშნულის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად.

ეროვნული ორგანო ითხოვს, რომ წყარომ, რომელმაც პირველად გაავრცელა მსგავსი სახის არაკორექტული ინფორმაცია, დაუყოვნებლივ დაარედაქტიროს შინაარსი. ხელმძღვანელობა ვალდებული იყო გაეკეთებინა აღნიშნული განცხადება, ვინაიდან ჩრდილი არ მიადგეს მათ საქმიანობას.

onalem

ტესტ