fbpx
საზოგადოება

“ბავშვი მე არ მომიკლავს, არ ვიცი, რა მოხდა,” – 29 წლის ბერძენი, რომელმაც შვილი კაშხალში გადააგდო

ბერძნული მედია ავრცელებს დეტალებს, რომლებიც ვერიაში მომხდარ საზარელ შემთხვევას ეხება. საუბარია 11 თვის გოგონაზე, რომელიც საკუთარმა დედამ კაშხალში გადააგდო და ეს პოლიციასთან თავდაპირველად აღიარა, თუმცა, ქალი უარყოფს უშუალოდ მკვლელობის ფაქტს.

29 წლის ქალის წინააღმდეგ საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პარალელურად კი, ვრცელდება ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელმაც ის კაშხლის ტერიტორიიდან წამოიყვანა.

“არ ჩანდა ანერვიულებული, აბსოლუტურად ჩვეულებრივად იქცეოდა. უკანა სავარძელზე დაჯდა და მთელი გზა არ უსაუბრია. ისე იქცეოდა, როგორც ყველა, არანაირ ეჭვს არ აღძრავდა,” ამბობს მამაკაცი, რომელმაც ჩვენება პოლიციასაც მისცა.

თავად ქალის ბოლო განცხადება კი ასეთია: “ბავშვი მე არ მომიკლავს. არ ვიცი, რა მოხდა. მითხრეს, რომ გარდაიცვალა.”

საქმეზე გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

onalem

ტესტ