fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ნიკოს კოკლონის გარეშე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი” – ანდრეას მიკრუციკოს

ცნობილმა ტელეწამყვანმა, ანდრეას მიკრუციკომ, ნიკოს კოკლონის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, თუ რამდენად დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში.

“რამდენი წელიც უნდა ვიცოცხლო, არასოდეს დამავიწყდება როგორ უსიტყვოდ დამეხმარა და ისევ მეხმარება. იცი, რა არის მისი პირველი სიტყვები?! “ვიცი, რომ შეურაცხყოფას გაყენებენ და პატივი უნდა მოგაგო. ის ჩემი მფარველი ანგელოზია.

ის ამ ყველაფერს ისეთი გზით აკეთებს, რომ თავს ძალიან ბედნიერად მაგრძნობინებს. დღეს ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. ჩემთვის დიდი პატივია მეხმარებოდეს ადამიანი, რომელსაც დადგენილი აქვს თავისი საჭიროებები. ასეთი ადამიანები იშვიათია, რადგან დღეს ხალხი ცხედრებზე აბიჯებს. არ ვპირფერობ, ვალდებული ვიყავი მეთქვა. 

ნიკოს მშვიდი, სტაბილური დამოკიდებულება, პირად ცხოვრებაშიც მეხმარება. რომ არა ის, ამ ქვეყნად არ ვიქნებოდი, რადგან არ მექნებოდა ძალა, მეცოცხლა. ისე არ არის, რომ უეცრად ცხოვრებაში მეორე შანსი მომეცა, არამედ მეორე შანსი მომეცა მფარველ ანგელოზთან ერთად. მშვენიერია, რომ ტელევიზიით ასეთ ადამიანებზე საუბარი შეგვიძლია,” აცხადებს მიკრუციკო.

 

onalem

ტესტ