fbpx
საბერძნეთი

მოსწავლეთა მარში საგაზაფხულო ამინდით – 28 ოქტომბერს საბერძნეთში მინიმუმ 26 გრადუსი დაფიქსირდება

როგორც უკვე ცნობილია, მიმდინარე კვირის ბოლომდე საბერნეთის მასშტაბით უმეტესად მზიანი ამინდი და სეზონისთვის შეუფერებლად მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. 28 ოქტომბერსაც, როდესაც მოსწავლეთა მარში გაიმართება და ქვეყანა “ოხის” დღეს აღნიშნავს, საგაზაფხულო, თბილი ამინდი გვექნება და პროცესის ჩატარებისთვის იდეალური პირობები იქნება.

28 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, გამონაკლისი იქნება მხოლოდ დასავლეთ საბერძნეთი, სადაც დაფიქსირდება მცირე ნალექი. მიმდინარე კვირის ბოლომდე ტემპერატურა მთელ ქვეყანაში იმერყევებს 26-დან 28-29 გრადუსამდე.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია 28 გრადუსი, თესალონიკში ჰაერი მაქსიმუმ 26 გრადუსამდე გათბება.

როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, ნოემბრის თვის პირველ რიცხვებამდე საკმაოდ კარგი ამინდები შენარჩუნდება.

onalem

ტესტ