fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ნიკოს ხარდალიასმა ოფიციალური გადაწყვეტილება გააჟღერა: სად უნდა ვატაროთ ნიღაბი, რომ 150 ევროთი არ დავჯარიმდეთ?!

ნიკოს ხარდალიასმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა, თუ რა ადგილებშია ნიღბების ტარება სავალდებულო ორშაბათიდან, 4 მაისიდან.

“ჩვენი ყოველდღიურობა ახლა უფრო კომპლექსური გახდება. ორშაბათიდან გადავდივართ ახალ ფაზაში. გვექნება ახალი შემთხვევებიც, ჰოსპიტალიზაციის საჭიროებებიც და სამწუხაროდ, ისეთი პაციენტებიც, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძოლებენ. ჩვენ ვემზადებით და ორშაბათი არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი დასრულდა.

4 მაისიდან ნიღბების ტარება მოქალაქეებისთვის (კლიენტებისთვის) სავალდებულოა :

  • საჯარო ტრანსპორტში
    საავადმყოფოებში
    კერძო კლინიკებში
    დიაგნოსტიკურ ცენტრებში
    ტაქსიში
    ლიფტში

მომსახურე პერსონალისთვის ნიღბების ტარება სავალდებულოა:

  • სუპერმარკეტებში
    საავადმყოფოებში
    სალონებში
    ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში
    დიაგნოსტიკურ ცენტრებში
    კლინიკებში
    ტაქსიში
    საჯარო ტრანსპორტში

რაც შეეხება ოფისებს და ზოგადად, დახურულ სივრცეებს ნიღბის ტარება რჩება უბრალო რეკომენდაციად.

 

onalem

ტესტ