fbpx
კრიმინალი

ვენდეტა კრეტაზე: ორმაგი მკვლელობა გუშინ ღამით, რომელმაც საბერძნეთი შეძრა

წარმოუდგენელი შემთხვევა გუშინ, 22:00 საათის შემდეგ მოხდა. მოკლულია 62 წლის მამაკაცი, ლეფტერის კალომირისი, რომელსაც 30 წლის გიორგოს ქსილურისმა ესროლა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით, 30 წლის დამნაშავეს 62 წლის მამაკაცის ვაჟმა, მანოლის კალომირისმა, მამის მკვლელობის გამო, ცეცხლი გაუხსნა და ადგილზე მოკლა. ორმაგი დანაშაული ვენდეტად შეაფასეს და ახლა პოლიცია შიშობს, რომ ამ ყველაფერს გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 62 და 30 წლის მამაკაცები აგოგიონის ტერიტორიაზე მდებარე კაფეში ისხდნენ, როდესაც 30 წლის მამაკაცმა იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა. ადგილზე დაიღუპა 62 წლის მამაკაცი და დაიჭრა კიდევ ერთი თვითმხილველი, რომელმაც ჩხუბში ჩარევა და მათი გაშველება სცადა. თუმცა, მისი დაზიანებები მსუბუქია.

როგორც ირკვევა ლეფტერის კალომირისი კრეტაზე ცნობილი პირი იყო, საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდა ფოლკლორთან და იყო მუნიციპალიტეტის საბჭოს ხელმძღვანელი. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მასსა და 30 წლის ქსილურისს შორის არსებობდა უთანხმოება, რომელიც საბოლოოდ ტრაგიკულად დასრულდა.

პირველი მკვლელობის შემდეგ კაფეს მფლობელმა კალომირისის ვაჟს დაურეკა, რომელიც ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა, გიორგოს ქსილურისი იპოვა, რომელსაც მიმალვა ჯერ კიდევ ვერ მოესწრო, ცეცხლი გაუხსნა და ადგილზე მოკლა. შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა.

გარდაცვლილი, 62 წლის ლეფტერის კალომირისი

30 წლის გიორგოს ქსილურისი, რომელმაც 62 წლის კალომირისი მოკლა

მანოლის კალომირისი, 62 წლის მამაკაცის ვაჟი, რომელმაც 30 წლის გიორგოს ქსილურისი მოკლა და ახლა იძებნება

onalem

ტესტ