fbpx
კრიმინალი

მაფიოზური თავდასხმა ათენის მდიდრულ გარეუბანში: დაჭრილია ბერძენი მამაკაცი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ვრილისიაში ბერძენი ჟურნალისტი, სტეფანოს ხიოსი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს, გამთენიისას კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა.

ირკვევა, რომ ათენის გარეუბან ვულაში, ეველპიდონის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხობთან ბერძენ მამაკაცს ორი უცნობი პირი დაესხა თავს და უკან მჯდომმა მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ორივე დამნაშავე შლემს ატარებდა და მათი ამოცნობა შეუძლებელი იყო. სროლის შემდეგ მათ დიდი სისწრაფით დატოვეს ტერიტორია.

როგორც ცნობილია, დაჭრილი მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია კი, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

წინასწარი ცნობით, ეს იყო მაფიოზური ანგარიშსწორება.

onalem

ტესტ