fbpx
საბერძნეთი

ყურადღება: სად არის ნიღბის ტარება ხვალიდან სავალდებულო საბერძნეთში?!

სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ხარდალიასის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, საბერძნეთის მთავრობამ, ექსპერტების რეკომენდაციით, ნიღბის ტარება სავალდებული გახადა შემდეგ დაწესებულებებში:

სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამსახურებში

ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში

ბანკებში

სუპერმარკეტებსა და მინიმარკეტებში

საკონდიტროებში

თონეებში

ხორცის მაღაზიებში

თევზის მაღაზიებში

სილამაზის სალონებში

ესთეტიკურ ცენტრებში

საჯარო ტრანსპორტში და ტაქსიში, როგორც ეს აქამდეც იყო.

ამრიგად, 28 ივლისიდან ყველა ამ დაწესებულებაში, როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებელი, ვალდებულია ატაროს ნიღაბი.

 

onalem

ტესტ