fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მოსახლეობის 8%-ს აქვს იმუნიტეტი კორონავირუსზე, მაგრამ უცნობია, რამდენ ხანს გასტანს

სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი, ათანასიოს ექსადაკტილოსი აცხადებს, რომ საბერძნეთის მოსახლეობის 8%-ს გამომუშავებული აქვს უმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ.

“170.000 ადამიანს, რომელიც გამოჯანმრთელდა, უკვე აქვს იმუნიტეტი. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს შენარჩუნდება ეს. ეს რიცხვი ნიშნავს, რომ საბერძნეთის მოსახლეობის 8%-ს აქვს იმუნიტეტი კორონავირუსზე, ზოგს იმიტომ, რომ დაავადდა და გადაიტანა, ზოგს კი ვაქცინაციის საშუალებით. 

ძალიან მცირეა შანსი, რომ ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდეს და თუკი ეს მოხდება, ვირუსს გადაიტანს ძალიან მსუბუქად. 

იმისთვის, რომ ვნახოთ მკაცრი კარანტინის შედეგები, უნდა გავიდეს კიდევ მინიმუმ 1 კვირა, რადგან შედეგები ჩანს 10-14 დღეში. დაველოდებით, რომ მხედველობაში შევიყვანოთ შაბათ-კვირის აკრძალვაც, რათა ვნახოთ, თუ რამდენად გაუმჯობესდება მონაცემები თებერვლის ბოლოსთვის.

ამ ეტაპისთვის ვირუსის გავრცელების მიზეზს ძირითადად მუტაცირებული შტამები წარმოადენს,” ამბობს პროფესორი.

onalem

ტესტ