fbpx
საბერძნეთი

მორიგი ცვლილება! 1-ელ მაისს მეტროს სამივე ხაზი და ტრამვაი 24 საათით არ იმუშავებენ

ათენში მომდევნო ორშაბათს, 1-ელ მაისს, საჯარო ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით კვლავ ცვლილებები გვაქვს. საბოლოო ინფორმაციით, მეტროს სამივე ხაზი ორშაბათს მთელი დღის მანძილზე არ იმუშავებს.

მეტროს თანამშრომლები იფიცებიან 24 საათით, შესაბამისად მეტრო, ილეკტრიკო/ტრენო და ასევე, ტრამვაი, მთელი დღის მანძილზე არ იმუშავებს.

როგორც უკვე ცნობილია, 1-ელ მაისს ათენში ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო თესალონიკში 24 საათის მანძილზე არ იმუშავებენ.

ΚΤΕΛ-ის ავტობუსები რეისებს შეასრულებენ ჩვეულებრივ რეჟიმში.

გემები არ განახორციელებენ არცერთ რეისს.

onalem

ტესტ