fbpx
საბერძნეთი

ათენში ყველაზე ძვირადღირებული ბინა 18 მილიონ ევროდ გაიყიდა – 320 კვადრატული მეტრი აკროპოლის, ლიკავიტოს და ზღვის ხედით

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში ყველაზე ძვირად შეფასებული ბინა გაიყიდა. პენტჰაუსი დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს, იროდუ ატიკუს, რიგილისა და სტისიხორუს ქუჩების კვეთაზე.

აღნიშნული ბინა, არც მეტი, არც ნაკლები, 18 მილიონ ევროდ გაიყიდა და ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგებაა ათენისთვის, რაც მყიდველსა და გამყიდველს შორის შემდგარა, უძრავი ქონების ბაზარზე, ბოლო წლებში. მყიდველი შვეიცარიელი ბიზნესმენია, რომლის ახალ პენტაუსსაც აქვს ხედი ათენის ყველა ღირშესანიშნაობისკენ: აკროპოლი, ლიკავიტო, ზღვა, კალიმარმარო.

გამოდის, რომ აღნიშნულ სახლში თითო კვადრატის ღირებულება 56.000 ევროა, ვინაიდან ჯამში ფართობი 320 კვადრატული მეტრია.

როგორც ირკვევა, ახალი მეპატრონე სახლში რემონტის გაკეთებას აპირებს, შემდეგ რამდენიმე თვე იცხოვრებს, წლის მანძილზე კი, რამდენიმე თვე დაკეტილი იქნება.

უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სახლის გადაფორმების პროცესს 10 თვე დასჭირდა.

“ეს ფაქტი აჩვენებს იმ ინტერესს, რომელიც ათენში არსებობს, უძრავი ქონების შეძენის თვალსაზრისით. ტრადიციულად, ასეთი შესაძლებლობების მქონე მყიდველები არიან ან ნიუ იორკიდან ან ციურიხიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითად კუნძულ მიკონოსზე, წელიწადში 1-დან 2-მდე მსგავსი შესყიდვა ხორციელდება,” აცხადებს ის.

onalem

ტესტ