fbpx
საბერძნეთი

უბედური შემთხვევა პატრასში: მდიდრული იაგუარის “გიჟური” კურსი, რომელსაც 3 წლის ბიჭის და ბებია-ბაბუის სიცოცხლე ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით პატრასში მოხდა. ძვირადღირებული იაგუარი, რომელსაც 66 წლის მამაკაცი მართავდა, ჯერ შუქნიშნის ბოძს შეეჯახა, ხოლო შემდეგ რამდენიმე მანქანას. საზარელ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არის 3 წლის ბიჭი.

საქმის მასალების მიხედვით, იაგუარი ჯერ საკუთარი სავალი ნაწილიდან საპირისპიროზე გადავიდა, შეეჯახა ბოძს, შემდეგ კი, მანქანას, რომელსაც 53 წლის ქალბატონი მართავდა, ამის შემდეგ სვლა განაგრძო და დაეჯახა კიდევ მეორე მანქანას. ძლიერი შეჯახებების შედეგად დაიღუპა 66 წლის მამაკაცი, რომელიც იაგუარს მართავდა, ასევე, მისი 61 წლის მეუღლე და 3 წლის ბიჭი, მათი შვილიშვილი.

აღსანიშნავია, რომ იაგუარს უკან მოჰყვებოდა მანქანა, რომელშიც ბავშვის მშობლები ისხდნენ, ისინი საზარელი სანახაობის მომსწრენი გახდნენ.

მომხდარის მიზეზებს საგზაო პოლიცია იძიებს, გაურკვეველია, მოძრაობდა თუ არა მამაკაცი გადაჭარბებული სიჩქარით, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, თუ სად იჯდა 3 წლის ბიჭი, უკან, საბავშვო სკამზე, თუ წინ, ბებიის კალთაში.

 

onalem

ტესტ