fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში კლიმატური ფენომენი Elias აქტიურდება – ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი და სეტყვა

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში კლიმატური ფენომენი Elias აქტიურდება, რომელიც კვლავ უხვ ნალექს მოიტანს. შესაძლებელია არა იმდენს, რამდენიც Daniel-მა მოიტანა, მაგრამ 112-ის საშუალებით თესალიის მოსახლეობას მაინც გაეგზავნა გაფრთხილება, რომ შეზღუდონ გადაადგილება, მოსალოდნელი საფრთხეების გამო.

დღეს, 25 სექტემბერს, ძლიერი წვიმა და ქარი მოსალოდნელია თესალიაში, დასავლეთ მაკედონიაში, ფთიოტიდას, ევრიტანიისა და სტერეას პრეფექტურებში. უხვი ნალექი მოვა იპიროსა და პელოპონისოს ტერიტოტიებზე.

ხვალ, 26 სექტემბერს, ასევე მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი იონიის ზღვაში, სპორადესისა და ევიის ჩრდილოეთით. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ კარდიცას, ტრიკალასა და ლარისას პრეფექტურებში.

კლიმატური ფენომენი აქტიურ ფაზაში იქნება ხუთშაბათის ჩათვლით, აღნიშნული პირობების გამო, კირიაკოს მიცოტაკი მუდმივ კონტაქტზე იმყოფება რისკის ქვეშ მყოფი რეგიონების საკოორდინაციო ცენტრებთან, რათა მიიღონ საჭირო ზომები.

 

onalem

ტესტ