fbpx
საბერძნეთი

22 წლის გოგოს, რომელიც ალბანელ ქმარს 2 წელი სახლში ჰყავდა გამოკეტილი, მისი ოჯახი ემუქრება და სარჩელის გამოტანას სთხოვს

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ალბანელების ოჯახის შესახებ, რომელიც ვოლოსში ცხოვრობდა. 28 წლის ალბანელს თავისი 22 წლის მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი 2 წლის მანძილზე სახლში ჰყავდა გამოკეტილი და სოციალიზაციის საშუალებას არ აძლევდა, პარალელურად, მათზე ფიზიკურად ძალადობდა.

ამ დროისთვის ალბანელი დაკავებულია, მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, ხოლო 22 წლის გოგო, შვილთან ერთად ვოლოსის თავშესაფარშია გადაყვანილი. ახალაგზრდამ ბერძნული ენა არ იცის, რადგან ქმარი საშუალებას არ აძლევდა ესწავლა და ხალხთან კომუნიკაცია ჰქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან ჯოჯოხეთს, ერთის მხრივ, თავი დააღწია, გამოჩნდა ალბანელი მამაკაცის ოჯახი, რომელიც მას ემუქრება და ითხოვს, რომ სარჩელი უკან გამოიტანოს. როგორც ეუბნებიან, ქმარს უკან უნდა დაუბრუნდეს, რადგან “მას ეკუთვნის” და უფლებები არ აქვს.

თავად მსხვერპლი ამბობს, რომ თუკი მის ქმარს ციხეში არ გადაიყვანენ და შესაბამის სასჯელს არ შეუფარდებენ, დარწმუნებულია, რომ იპოვის და მოკლავს. მსგავს განცხადებას აკეთებს მეზობელიც, რომელიც ახალაგზრდა გოგონას დაეხმარა, მისი თქმით, ბავშვიცა და დედაც ისეთ მდგომარეობაში იპოვეს, რომ თუკი დროულად არ მიუსწრებდნენ, შეიძლებოდა ცემითაც კი მოეკლა.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალბანელს სახლში დამონტაჟებული ჰქონდა კამერა და საკუთარი ტელეფონით აკვირდებოდა ცოლ-შვილის თითოეულ ნაბიჯს.

onalem

ტესტ