fbpx
საბერძნეთი

16 და 22 ნოემბერს აქციები ათენის ცენტრში – როგორ იმოძრავებს საჯარო ტრანსპორტი?!

გავრცელებული ინფორმაციით, 16 ათენში ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი. მძღოლები მთავრობის მიერ მიღებული ახალი საგადასახადო კანონპროექტის საპასუხოდ აპირებენ დემონსტრაციის გამართვას.

ათენის ცენტრში შეკრების შემდეგ აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ ტრანსპორტის სამინისტროსკენ, აღნიშნული ვითარება კი, სავარაუდოდ, ტრანსპორტის მოძრაობას შეაფერხებს და შეცვლის მათი გადაადგილების მარშრუტებს.

16 ნოემბერს ტაქსები არ იმოძრავებენ 09:00 საათიდან 16:00 საათამდე.

22 ნოემბერს ტაქსები არ იმოძრავებენ 24 საათის მანძილზე.

საპროტესტო აქცია ხუთშაბათს დაიწყება დილის საათებიდანვე, შესაბამისად, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ცენტრალური გამზირები და ქუჩები დიდი ალბათობით გადაიკეტება.

ზოგადად, ტაქსების გარდა, ყველა დანარჩენი საჯარო ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეულ რეჟიმში.

onalem

ტესტ