fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობა დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს, რათა ელექტრო ენერგია გაიაფდეს

“ჩვენ განვიხილავთ ტარიფების სხვადასხვა ასპექტებს, რათა შევეცადოთ გავაუმჯობესოთ ისინი და გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი,” ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა დღეს და აღნიშნა, რომ მილიონამდე ჭკვიანი მრიცხველის დახმარებით თავიდან იქნება აცილებული ელ. ენერგიის ქურდობის შემთხვევები.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მიღებული ზომების მიზანია, რომ ყველაზე მოწყვლად ადამიანებს დავეხმაროთ და ზომები, რომლებიც ძალაში შევა 2024 წლიდან უზრუნველყოფს სიზუსტეს, მომხმარებლისთვის საკუთარი ქვითარი უფრო გამჭვირვალე გახდება.

“ჩვენ ვუსმენთ ენერგეტიკულ ბაზარს, მაგრამ მთავარ პრიორიტეტად მომხმარებლის დაცვა რჩება. ვინც კითხულობს ელ. ენერგიის მიწოდების ხელშეკრულებას, იცის, რომ აღნიშნული ხელშეკრულების წაკითხვასა და კარგად გაგებას ორი საათი მაინც სჭირდება. მომხმარებლებს სთხოვენ, რომ მოაწერონ კონტრაქტებს ხელი რამდენიმე წუთში და შემდეგ ისინი ვალდებულები ხდებიან ყველა იმ პუნქტის წინაშე, რომელსაც ხელს აწერენ წაუკითხავად. 

საბერძნეთი ენერგეტიკულად დამოუკიდებელი უნდა გახდეს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთელი ევროპისთვისაც. ამ დროისთვის ტექნოლოგიები დამუშავების პროცესშია და ვნახოთ, თუ რა სახის განვითარება გვექნება,” აცხადებს თეოდოროს სკილაკაკისი.

onalem

ტესტ