fbpx
საბერძნეთი

რამდენიმე წუთის წინ: ხანძარი შუა ზღვაში პორტო რაფტის ტერიტორიაზე

ბერძნული საინფორმაციო წყაროების მიხედვით, პორტო რაფტის საზღვაო ტერიტორიაზე მცურავი ნავიდან შველას 9 ადამიანი ითხოვდა.

ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო, ნავზე, რომლის ბორტზეც სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა, ხანძარი გაჩნდა. მათი შველა სხვა მაღალსიჩქარიანი კერძო ნავის მგზავრებმა შეძლეს.

თითოეული ადამიანი ხმელეთზე გადმოიყვანეს და როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზღვის იმ ტერიტორიაზე, სადაც ნავი იწვოდა, ამ დროისთვის გამოძიება ვერტმფრენებისა და სხვა ნავების საშუალებით ტარდება.

onalem

ტესტ