fbpx
საბერძნეთი

განსაკუთრებული მდგომარეობა ათენში ხვალიდან, 15 ნოემბრიდან, 18 ნოემბრის ჩათვლით – პოლიციის მობილიზება “პოლიტეხნიოს” 50-ე წლისთავთან დაკავშირებით

17 ნოემბერი ახლოვდება და სამი დღით ადრე ათენში პოლიციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. “პოლიტეხნიოს” 50-ე წლისთავთან დაკავშირებით, ტრადიციულად, მოსალოდნელია მსვლელობები, გარკვეული ეპიზოდები, რის გამოც კონკრეტულ გზებზე მანქანების გაჩერება აკრძალული იქნება.

15 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით აკრძალულია მანქანების გაჩერება სტურნარის, პლატია ექსარხიასა და 3 სექტემბრის ქუჩებზე. ასევე, 28 ოქტომბრის ქუჩაზე (პატისიონი), პანეპისტიმიუსა და ბუბულინას ქუჩებზე.

როგორც ყოველთვის, წელსაც პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იქნება, რათა თავიდან იქნეს არიდებული უსიამოვნო ინციდენტები, ხოლო კონკრეტულად 17 ნოემბერს ათენის ცენტრი, ძირითადად პოლიტეხნიოს ტერიტორია, ომონიის პარალელური გზები და სავარაუდოდ, სინდაღმაც დაკეტილი იქნება.

კონკრეტულად რომელი გზები და მეტროსადგურები დაიკეტება პარასკევს, ცნობილი გახდება მომდევნო ორი დღის მანძილზე, თუმცა, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირებზე გადაადგილება შეიზღუდება საჯარო ტრანსპორტისთვისაც.

onalem

ტესტ