fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მამაკაცი პოლიციელისგან 5 მილიონ ევროს ითხოვს, რადგან პირბადის უქონლობისთვის დააჯარიმა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი, არც მეტი არც ნაკლები, 5 მილიონ ევროს ითხოვს პოლიციის ოფიცრისგან, რომელმაც მას პირბადის უქონლობის გამო 300 ევროიანი ჯარიმა გამოუწერა.

როგორც დოკუმენტებში ჩანს, მან ატიკის მთავარ განყოფილებაში, ΓΑΔΑ-ში გააგზავნა საჩივარი, რომელსაც ბეჭედი დარტყმული აქვს “ძირძველი ბერძენი ხალხის ეროვნული კომიტეტისგან”. ის თავს ძირძველ, დამოუკიდებელ ბერძენად წარმოაჩენს და ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს კონსტიტუციის დამცველად გააცნო თავი:

“როგორც ძირძველი ხალხი, შენ დამოუკიდებელი ბერძენი ხარ, რაც ნიშნავს, რომ არ არსებობს ხელმძღვანელობა და იერარქიები, ყველა აბსოლუტურად განასწორნი ვართ. როგორც სახელმწიფოს აქვს კონტრაქტები, ასევე გვაქვს ჩვენც. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც თავი ძირძველ ადგილობრივ ბერძნებად გამოვაცხადეთ.

აღვნიშნავ, რომ თუ არ არსებობს მოთხოვნილი თანხის ერთიანად დაფარვის საშუალება, შეგვიძლია შევთანხმდეთ ნელ-ნელა გადახდაზე, თუმცა, თუ ერთიანად იქნება გადახდილი, ვთავაზობ 20%-იან ფასდაკლებას, ანუ გადაიხდის “მხოლოდ” 4.160.000 ევროს, 5 მილიონის ნაცვლად,” აცხადებს ის.

საზოგადოებას ამ დრომდე აინტერესებს, რაც ნიშნავს ადგილობრივი, ძირძველი, დამოუკიდებელი ბერძენი.

onalem

ტესტ