fbpx
საბერძნეთი

“ჩემი შვილი კრიმინალი არ არის, მაისურის გამო იჩხუბეს, თქვენ მას ვერ განსჯით!” – 18 წლის ბიჭის დედა შვილს იცავს

ნეა სმირნიში მომხდარ საზარელ შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ვრცელდება. 18 წლის ბიჭის დედა, როგორც ჩანს, შვილს იცავს და აცხადებს, რომ ის კრიმინალი არ არის, უბრალოდ დახმარება სჭირდება.

“ჩემი ერთი შვილი მკვდარია, მეორეს კი, ციხე ემუქრება. ის არ არის კრიმინალი, უბრალოდ, ბავშვია, რომელსაც დახმარება სჭირდება საზოგადოებისგან და მართლმსაჯულებისგან. თქვენ არ შეგიძლიათ ის განსაჯოთ. უნდა იყოთ ლმობიერი და დაეხმაროთ ბავშვებს, რომელთაც ეს სჭირდებათ და არა სამიზნე გახადოთ ისინი.

მე ყოველთვის ჩემი შვილების გვერდით ვიყავი, ახლოს ვიყავი მათთან. ეს იყო უბედური შემთხვევა, ცუდი მომენტი, მხოლოდ მაისურის გამო იხუბეს,” აცხადებს ქალი.

18 წლის ბიჭის წინააღმდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, ის უკვე გადაიყვანეს გამომძიებელთან, რომლისგანაც მოითხოვა ვადა, საკუთარი ოფიციალური ჩვენების მისაცემად. 16 წლის მოზარდი საავადმყოფოში მაკრატლით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

onalem

ტესტ