fbpx
საბერძნეთი

როგორ იმუშავებენ ათენში ავტობუსები, ტროლეიბუსები და მეტრო ათენში მოსალოდნელ უქმეებზე?!

ათენის საჯარო ტრანსპორტი სადღესაწაულო პერიოდში განსხვავებული რეჟიმით მუშაობს, შესაბამისად, ვრცელდება ინფორმაცია, თუ როგორი სიხშირით გამოივლიან ავტობუსები, ტროლეიბუსები და მეტრო 1-ელ იანვარს, ასევე, შაბათს, 6 იანვარს, რაც ასევე ოფიციალურად უქმე დღეა.

1-ელ იანვარს, ახალი წლის პირველ დღეს, ატობუსები და ტროლეიბუსები, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათი დღეა, იმოძრავებენ კვირა დღის განრიგით, რაც ნიშნავს, რომ გამოივლიან ყოველ 40 წუთში ერთხელ ან შესაძლოა უფრო გვიანაც.

იგივე მოქმედებს 6 იანვარსაც, მიუხედავად იმისა, რომ შაბათია, ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ კვირა დღის განრიგით და გამოივლიან იშვიათად.

რაც შეეხება მეტროს სამივე ხაზსა და ტრამვაის, მათი მოძრაობის სიხშირეც არ იქნება ჩვეულებრივი დღეების მსგავსი, გამოივლიან 10-15 წუთის სიხშირით ოფიციალურად უქმე დღეებში.

 

onalem

ტესტ