fbpx
საბერძნეთი

“წითელი სია” – რომელი ქვეყნების მოქალაქეებს არ შეუძლიათ საბერძნეთში ჩამოსვლა?!

დღეიდან საბერძნეთის ყველა აეროპორტში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში დაიწყო და ტურისტების პირველი ნაკადი უკვე დანიშნულების ადგილზეა.

როგორც უკვე ცნობილია, ევროკავშირმა გამოაქვეყნა “თეთრი სია”, რომელშიც შედიან შემდეგი ქვეყნები: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, ჩერნოგორია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, ტუნისი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ურუგვაი.

პარალელურად, არსებობს ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ქვეყნები, რომლებიც შევიდნენ “წითელ სიაში”. კერძოდ, საბერძნეთში ვერ ჩამოვლენ აშშ-დან, ბრაზილიიდან და რუსეთიდან. ასევე, საბერძნეთში არ დაიშვებიან ტურისტები ალბანეთიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, თურქეთიდან და კატარიდან. 

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთსა და შვედეთს, ამ ქვეყნებსა და საბერძნეთს შორის ფრენები 15 ივლისამდე არ აღდგება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო საზღვრებს ივლისის ბოლომდე არ ხსნის და ეს ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებაა. როგორც ხედავთ, ქვეყანა ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნებს შორის დაასახელა, რაც უდიდესი პატივია საქართველოსთვის.

onalem

ტესტ