fbpx
საზოგადოება

მენეღაკის 30 წლიანი კარიერის დასასრული – ბოლო გადაცემა და გამომშვიდობება ტელევიზიის ქალღმერთთან

ელენი მენეღაკიმ მრავალწლიანი სატელევიზიო კარიერა დაასრულა. ტელეკომპანია Aplha გამოემშვიდობა ქალს, რომელიც, ბერძნული ტელევიზიის ქალღმერთად სახელდება და მის გარეშე, ალბათ, ბევრ ტელემაყურებელს გაუჭირდება.

ის ზუსტად 30 წელი მუშაობდა ამ სივრცეში, საიდანაც 15 სწორედ Aplha-ს დაუთმო.

“არასოდეს მიფიქრია და დამიგეგმია, თუ რა უნდა მეთქვა თქვენთვის. არასოდეს მქონია ფურცლები წინ. ეს იყო ის, რაც ჩემს სულშია და ერთადერთი, რაც მინდა გახსოვდეთ ამდენი წლიდან არის ის, რომ ყველაფერი იყო ნამდვილი. 

ისტორია დაწერეს ადამიანებმა და დავწერეთ ერთად. მე აქამდე მოვედი, რადგან ჩემი გუნდი იყო ბრწყინვალე. იმიტომ არ მიჩუყდება გული, რომ Alpha-ზე ერთი წრე დასრულდა, არამედ გულს მიჩუყებს ის, რომ მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად არ ხდება.

მე არაფერი მექნებოდა გაკეთებული, რომ არ მყოლოდა ადამიანები ჩემ გარშემო, რომ მესწავლა.

ტელეკომპანიებს აქვთ ნაპოვნი გზა, რომ წაიწიონ წინ ახალი იდეებით და ახალი ადამიანების საშუალებით,” თქვა ელენი მენეღაკიმ.

იხილეთ ამაღელვებელი ვიდეო:

onalem

ტესტ