fbpx
საბერძნეთი

”ლუციფერი” – სიცხის ახალი ტალღა ხვალიდან საბერძნეთში!

სიცხის ახალ ტალღას, რომელიც ევროპას დაატყდა თავს, ”ლუციფერი” უწოდეს.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში ”ლუციფერი” კვირას, 6 აგვისტოს არის მოსალოდნელი და მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება. ტემპერატურა +41 გრადუსს მიაღწევს.

ოფიციალური განცხადებით, ტემპერატურა დასავლეთ საბერძნეთში 40-41 გრადუსი იქნება, ატიკაში 25-38 გრადუსი. ქვეყნის აღმოსავლეთით კი 2-3 გრადუსით ნაკლები დაფიქსირდება. თესალონიკში 21-38 გრადუსია მოსალოდნელი.

ორშაბათს ყველაზე მეტად საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში დაცხება (40-41 გრადუსი). კვირის დანარჩენ დღეებში პარასკევის ჩათვლით ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება და 38 გრადუსს ქვემოთ არ დაეცემა. განსაკუთრებით ეს ეხება იონისს კუნძულებს.

ეს 2017 წლის ზაფხულში საბერძნეთისთვის მესამე სიცხის ტალღაა.

onalem

ტესტ