fbpx
საბერძნეთი

“წელს 10.000 ემიგრანტის დეპორტაცია მოხდება” – თავშესაფრის პოლიტიკის მინისტრი ათენის აეროპორტში 30 ემიგრანტის დეპორტაციას დაესწრო

ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან გასულ ღამეს პაკისტანის 30 მოქალაქე საკუთარ სამშობლოში გაემგზავრა. როგორც ირკვევა, მოხდა მათი დეპორტაცია და საბერძნეთიდან გაძევება.

აღნიშნულ პროცესს ესწრებოდა საბერძნეთის თავშესაფრის პოლიტიკის მინისტრი, ნოტის მიტარაკისი, რომელმაც მედიასთან განაცხადა: “ჩვენ ვასრულებთ მკაცრ, მაგრამ სამართლიან საიმიგრაციო პოლიტიკას.”

მანვე აღნიშნა, რომ განაახლეს დეპორტაციის პროცესი მათთვის, ვისაც არ ეკუთვნის თავშესაფარი საბერძნეთში.

პაკისტანის მოქალაქეთა დეპორტაცია საბერძნეთის პოლიციისა და პაკისტანის საელჩოს დახმარებით განხორციელდა.

“წელს საბერძნეთიდან მოხდება 10.000 არალეგალი ემიგრანტის დეპორტაცია, რომელთაც არ აქვთ საერთაშორისო დაცვით სარგებლობის უფლება (ანუ არ ეკუთვნით “ასილო”),” დასძინა მიტარაკისმა.

onalem

ტესტ