fbpx
საბერძნეთი

შეტყობინება 112-იდან გადაადგილების შეზღუდვის მოწოდებით: მომდევნო 24 საათის მანძილზე უხვი ნალექი და ძლიერი ქარი

სამოქალაქო დაცვის სამინისტროსგან 112-ის საშუალებით გაიგზავნა შეტყობინება საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექია მოსალოდნელი მომდევნო საათებში.

საუბარია ახაიას, ილიას, კორინთიას, ზაკინთოს, კეფალონიას, ფთიოტიდას და ითაკის ტერიტორიებზე – სინოპტიკოსები ვარაუდობენ ძლიერი წვიმასა და ქარს, რომლის გამოც უმჯობესი იქნება, თუ მოსახლეობა გადაადგილებას შეზღუდავს, თუკი ეს ძალიან გადაუდებელი არ არის.  წვიმასთან ერთად მოსალოდნელია სეტყვაც.

აღნიშნული სახის შეტყობინება მიუვიდა ატიკის მოსახლეობასაც და ეს სულაც არ ყოფილა შემთხვევითობა, რადგან ფენომენი Elias აქტიურდება ატიკაშიც და ხვალ და ხუთშაბათს ათენშიც იწვიმებს.

onalem

ტესტ