fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტა: მძღოლის გარეშე დარჩენილი ორი კვადროციკლი ტავერნას შეეჯახა

ინციდენტისას, რომელიც გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია, სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა კრეტაზე, ქალაქ მალიაში მოხდა.

ekriti.gr-ის ინფორმაციით, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომლებიც კვადროციკლებს მართავდნენ, მაღალი სიჩქარე განავითარეს და საჭე ვეღარ დაიმორჩილეს.

როცა ეს ყველაფერი გააცნობიერეს, ისინი კვადროციკლებიდან შეშინებულები გადახტნენ, ხოლო მძღოლების გარეშე დარჩენილი კვადროციკლები ტავერნას შეეჯახნენ. საბედნიეროდ, ისინი პირველად კედელს შეასკდნენ, ხოლო შემდეგ ჰოლში შევარდნენ, უკვე შედარებით დაბალი სიჩქარით.

შედეგად, ტავერნაში მყოფი სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი გოგონაა. ისინი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავამდყოფოში. პოლიციამ მომხდარში დამნაშავე პირები დააკავა.

onalem

ტესტ