fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მამა-შვილის უცნაური გაუჩინარების საქმე გაიხსნა – 38 წლის ბერძენმა აღიარა, რომ მამა მოკლა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიცია იძიებდა უცნაურ შემთხვევას, რომელთან დაკავშირებულ კითხვებსაც საბოლოოდ პასუხები გაეცა. კერძოდ, საუბარია მამა-შვილზე, რომელსაც გასული ოთხშაბათის შემდეგ ეძებდნენ. 38 წლის მამაკაცი ავარიაში მოჰყვა, მცირე დროით საავადმყოფოში იყო მოთავსებული, შემდეგ მამამ მიაკითხა, სახლში წასაყვანად და სწორედ მას შემდეგ გაქრა მათი კვალი.

საბოლოოდ, ჯერ მიაგნეს 38 წლის მამაკაცს, რომელიც ფოკიდაში კონკრეტულ ტერიტორიაზე მარტო დადიოდა და ის ადგილობრივმა მწყემსმა შენიშნა. პოლიციისთვის ადგილზე მისვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. მოგვიანებით აღიარა, რომ 65 წლის მამა თავად მოკლა, რადგან აგრესიული იყო და პირველი თავს სწორედ ის დაესხა. ფაქტობრივად, ამტკიცებს, რომ მამის მკვლელობის მიზეზი თავის დაცვის მცდელობა იყო, შემდეგ კი, მიუთითა ტერიტორიაც, სადაც მამამისს იპოვიდნენ.

65 წლის მამაკაცს, შვილის მიერ მიყენებული დაზიანებების გარდა, აღენიშნება გარეული ცხოველების ნაკბენებიც.

onalem

ტესტ