fbpx
კატეგორიის გარეშე

56% არჩევნებში – სტეფანოს კასელაკი ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტად გახდომის შემდეგ ალექსის ციპრას შეხვდა

როგორც ცნობილია, სტეფანოს კასელაკიმ ეფი ახციოღლუ დამაჯერებლად დაამარცხა და ოპოზიციური პარტიის, ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტი გახდა. ამის შემდეგ ის შეხვდა ალექსის ციპრასს, ადამიანს, რომლის ადგილიც მან დაიკავა.

“მე მას დიდ პატივს ვცემ და აქ ვარ იმისთვის, რომ შევინარჩუნო მისი მემკვიდრეობა. ვიმედოვნებ, რომ ღირსი ვიქნები იმ მემკვიდრეობის, რომელიც მან გადმომცა,” თქვა კასელაკიმ.

თავის მხრივ, ციპრამ უთხრა, რომ პოლიტიკას არც თუ ისე ბევრი სიამოვნება ახლავს თან და წარმატება უსურვა.

სტეფანოს კასელაკი პოლიტიკაში ახალი ფიგურაა, მან როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, მან ხმების 56% მოაგროვა. მას შემდეგ, რაც კასელაკიმ ეფი ახციოღლუ დაამარცხა, შესთავაზა, რომ დაეკავებინა ნებისმიერი პოზიცია პარტიაში, რასაც ისურვებდა, თუმცა, ახციოღლუმ უარით უპასუხა.

“ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, რომ არ ავიღო გარკვეული პასუხისმგებლობები. ეს დაკავშირებულია ჩემს შესაძლებლობებთან, პოლიტიკოსმა აუცილებლად უნდა იცოდეს რისი უნარი აქვს. როდესაც საუბარი იქნება საჭირო, მე აქ ვიქნები, თავად მითხრა, რომ დავიკავო ნებისმიერი პოზიცია, მაგრამ ჩვენ ძალიან ზოგადად ვისაუბრეთ, ავუხსენი, რომ პირადი გადაწყვეტილებაა, რომ არ დავიკავო თანამდებობა,” განაცხადა ეფიმ.

onalem

ტესტ