fbpx
საბერძნეთი

როდის გადავდივართ საბერძნეთში ზამთრის დროზე – საათები კვლავ უნდა გადავწიოთ!

საბერძნეთში კვლავ ზამთრის დროზე უნდა გადავიდეთ და 2023 წელს საათებს კიდევ ერთხელ გადავწევთ.

ტრადიციულად, საათი შეიცვლება ოქტომბრის თვის ბოლო კვირას, ამ შემთხვევაში, 29 ოქტომბერს და ისრებს 1 საათით უკან გადავწევთ. ეს ნიშნავს, რომ 04:00 საათის ნაცვლად დაფიქსირდება 03:00 საათი.

საზაფხულო დროზე საბერძნეთში, სავარაუდოდ, 2024 წელს კიდევ გადავალთ, როცა მარტის თვის ბოლო კვირას 31 მარტს საათებს ისევ წინ დავაბრუნებთ, 1 საათით.

საათების ცვლილების შესახებ ევროკავშირში საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი, თუმცა, ამ დრომდე ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიღებულა, მუდმივად შენარჩუნდება შეცვლის ტენდენცია, თუ რომელიმე წელს შეწყდება და შევინარჩუნებთ მუდმივად ზამთრის ან მუდმივად ზაფხულის დროს.

onalem

ტესტ