fbpx
საბერძნეთი

ყოველი ახალი ზომა არის ნაბიჯი კატასტროფისკენ – საბერძნეთში კვირის ბოლოს შეფასებები გაკეთდება

დღეს დილით ტელეკომპანია Mega-სთან საუბრისას პროფესორმა ნიკოს სიფსასმა აღნიშნა, რომ ახალი ზომების მიღება საბერძნეთში ძალიან მარტივია, მაგრამ ყოველი ახალი და მკაცრი ზომა – ეს არის ნაბიჯი კატასტროფისკენ, რადგან შეზღუდვების გაძლიერება ნიშნავს კატასტროფას ეკონომიკისთვის, რაც ასევე დააზარალებს მოსახლეობას.

როგორც უკვე ცნობილია, ქვეყანაში ღამის 12 საათზე იხურება მინიმარკეტები, კიოსკები და ამ გზით იზღუდება სასმელის გაყიდვა. ამასთან დაკავშირებით ნიკოს სიფსასი ამბობს, რომ სკვერებსა და პარკებში შეკრებილი ახალგაზრდები ღამით სვამენ, რაც მათ მოდუნებას იწვევს და აღარც დისტანციას იცავენ და პირბადეზე საუბარიც ზედმეტია.

მიკრობიოლოგიის პროფესორი ალკივიადის ვატოპულოსი და ინფექციონისტი ხარალამბოს გოგოსი თანმხდებიან, რომ სიტუაცია, რომელიც ათენის ცენტრში ფიქსირდება, არის უდიდესი საფრთხის შემცველი, რადგან სკვერებში ხალხის დიდი რაოდენობა იყრის თავს და ერთმა ინფიცირებულმა შესაძლოა ვირუსი 100 სხვა ადამიანს გადასდოს.

ვატოპულოსის თქმით, ამ კვირის ბოლოსთვის სახეზე იქნება შედეგები, რომლებიც ზომების მიღებამ გამოიღო და შემდეგ უკვე ექსპერტები და მთავრობა ერთობლივად იმუშავებს სიტუაციის შეფასებასა და მომდევნო ნაბიჯების გადადგმაზე.

onalem

ტესტ