fbpx
საბერძნეთი

პირეას: ქალს ორ შვილთან ერთად მგზავრობის საშუალება არ მისცეს, რადგან ვერ დაამტკიცა, რომ ნამდვილად მისი შვილები იყვნენ

წარმოუდგენელი შემთხვევა პირეაზე მოხდა, სადაც ქალს, შვილებთან ერთად, კრეტას მიმართულებით გამგზავრება სურდა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. როგორც ირკვევა, გემის შესასვლელთან მას ოჯახური მდგომარეობის ცნობა მოსთხოვეს, რათა დაემტკიცებინა, რომ ბავშვები ნამდვილად მისი შვილები იყვნენ.

ირკვევა, რომ ქალს ბავშვების არც პასპორტები ჰქონდა თან და არც ჯანმრთელობის წიგნაკი, სწორედ ამიტომ გემს მიღმა დარჩნენ. მისი თქმით, 5 და 8 წლის ბავშვებთან ერთად ათენში იყო, ოჯახის წევრის დაკრძალვისთვის და უკან დასაბრუნებელი ბილეთებიც აღებული ჰქონდა. კრეტადან პირეასკენ გამგზავრებისას მისთვის არავის მოუთხოვია, დაემტკიცებინა, ნამდვილად ბავშვების დედა იყო.

საბოლოო ჯამში, მან გამგზავრება ვერ შეძლო, უცნობია, თუ რის გამო ჩაეძია კონკრეტულ შემთხვევას გემის ეკიპაჟი, როცა ჩვეულებრივ შემთხვევებში მსგავსი სახის შემოწმებები არ ხდება.

 

onalem

ტესტ