fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი ათონის მთაზე – ტყე იწვის მეგისტის ლავრას მონასტრის ტერიტორიაზე

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ხანძარია ათონის მთაზე, სადაც მეგისტის ლავრას მონასტრის ტერიტორიაზე ტყე იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური, 11 მანქანით. ცეცხლი დილის 07:00 გაჩნდა და მას შემდეგ მეხანძრეები მისი კონტროლის არეში მოქცევას ცდილობენ.

ადგილზე ჯამში მუშაობს 43 მეხანძრე და რა თქმა უნდა, სახანძრო ვერტმფრენიც, ვინაიდან არის ადგილები, რომლებიც რთულად მისაღწევია სახმელეთო გზით.

კონკრეტულად მონასტერს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვინაიდან ქარის ძალა ათონის მთაზე 5-6 ბალს აღწევს, მეხანძრეებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, ცეცხლის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამას გარდა, სამოქალაქო დაცვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს, 8 ივლისს, ხანძრის გაჩენის მხრივ, განსაკუთრებული რისკები ფიქსირდება დოდეკანესის კუნძულებზე, იკარიასა და სამოსზე.

onalem

ტესტ