fbpx
საბერძნეთი

ხვალ და ზეგ თოვლი ატიკის რეგიონში – საგანგებო პროგნოზი და ტემპერატურის 10 გრადუსით ვარდნა

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის მანძილზე ამინდის პირობები საკმაოდ რთული იქნება და მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ვინაიდან მოსალოდნელია ნალექი, თოვლის სახით, რაც საკმაოდ ხშირი იქნება.

არსებული მონაცემების მიხედვით, თოვა მოსალოდნელია ხვალ და ზეგ ატიკის რეგიონშიც, გარდა მაკედონიისა და თრაკის ტერიტორიებისა და ფენომენი იქნება ინტენსიური. დღეიდან ამინდის ცვლილება უკვე შესამჩნევია, თუმცა, განსაკუთრებით საგრძნობი ტემპერატურის ვარდნა იქნება ხვალიდან.

სინოპტიკოსები პროგნოზირებენ ტემპერატურის ვარდნას 8-10 გრადუსით, ხოლო თოვას ატიკის არა მხოლოდ ჩრდილოეთით მდებარე მაღლობებზე, არამედ დაბლობებზე მდებარე უბნებშიც.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ატიკის რეგიონში ითოვებს ზღვის დონიდან 300-400 მეტრზეც, ეგეოსის ზღვაში გაძლიერდება ქარი, რომლის ძალაც მიაღწევს 9 ბალს.

იხილეთ გრაფიკულად:

onalem

ტესტ