fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

როდის იხსნება სისტემა საშემოსავლო დეკლარაციების წარსადგენად საბერძნეთში – 18 წელს ზემოთ პირებისთვის მათი წარდგენა სავალდებულოა

საბერძნეთში საშემოსავლო დეკლარაციების წარდგენა, რაც სავალდებულოა ყოველ წელს, 18 წელს ზემოთ პირებისთვის, სულ მალე დაიწყება.

როგორც მედია იუწყება, პლატფორმა გაიხსნება მარტის თვის ბოლოს და შესაბამისად გადასახადების გადამხდელები, შეძლებენ მიმართონ ბუღალტრებს ან დამოუკიდებლად გააკეთონ დეკლარაციები.

იმისთვის, რომ წლიური საშემოსავლო დეკლარაცია წარვადგინოთ, საჭიროა გვქონდეს ΑΦΜ და ტაქსინეტის კოდები (იგივე კლიდარითმო), რომლითაც სისტემაში შევდივართ და ხდება თითოეული დეტალის აღრიცხვა, რაც ჩვენ გვიკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ ფიქსირდება არა მხოლოდ შემოსავალი, არამედ გასავალიც, რომელთა შორისაც არ უნდა გვქონდეს განსაკუთრებით დიდი განსხვავებები, რათა ΑΑΔΕ-სთან პრობლემები არ შეგვექმნას.

საშემოსავლო დეკლარაციების წარდგენა შესაძლებელი იქნება 2024 წლის 30 ივნისამდე, მაგრამ სავარაუდოდ, კიდევ გახანგრძლივდება ივლისის ბოლომდე.

საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით უამრავი რამ განისაზღვრება, მასზეა დამოკიდებული, მიიღებთ თუარა დახმარებებს სახელმწიფოსგან, შესაძლებელია გამოიტანოთ სხვადასხვა ნივთები განვადებით და ისარგებლოთ ბანკის ანგარიშით.

onalem

ტესტ