fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსის გამო ბერძნებს საქართველოდან სპეციალური რეისით ხვალ აბრუნებენ

როგორც საბერძნეთის საელჩო თბილისში აცხადებს, დაიგეგმა სპეციალური რეისი თბილისი-ათენი, რომლითაც საქართველოში მყოფი ბერძნები ისარგებლებენ.

ეგეოსის ავიახაზების რეისი A3 4195 კვირას, 22 მარტს, 15:25 საათზე განხორციელდება და მოემსახურება ბერძნებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, თუმცა, კორონავირუსის გამო საბერძნეთში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს.

უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთის მოქალაქეებისთვის თბილისში საელჩო მუშაობს დღესაც და ხვალ დილითაც, რათა ბერძნებს ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდოს ფრენის დეტალებთან დაკავშირებით.

ეგეოსის ავიახაზები დაუკავშირდება ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საბერძნეთის საელჩოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა და მიაწდვის ინფორმაციას ბილეთის ფასებთან დაკავშირებით.

საბერძნეთის საელჩო თბილისში მოუწოდებს გამგზავრების მსურველებს, აეროპორტში ფრენამდე ორი საათით ადრე გამოცხადდნენ.

onalem

ტესტ