fbpx
საბერძნეთი

კერკირასთან ცეცხლმოდებულ გემზე მგზავრთა ნაწილს ჯერ კიდევ ვერ პოულობენ – 3 ბერძენი მათ შორის

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კერკირასთან ცეცხლმოდებულ გემზე მგზავრთა ნაწილს ჯერ კიდევ ვერ პოულობენ. ბოლო საათებში მიაგნეს 5 გაუჩინარებულს, თუმცა, დანარჩენთა კვალი ჯერ კიდევ არ ჩანს. არსებული ცნობებით, დაკარგულთა შორის საბერძნეთის სამი მოქალაქეა, დანარჩენები კი ბულგარეთიდან, თურქეთიდან და ლიტვიდან არიან.

ბერძნული მხარის ინფორმაციით, გემზე ხანძრის მთლიანად ჩაქრობისთვის შესაძლოა 2-3 დღეც კი იყოს საჭირო.

მგზავრთა შორის არის ბერძენო მამაკაცი, რომელიც ბედის ირონიით, უკვე მეორედ მოხვდა ცეცხლმოდებულ გემზე. ის 2014 წელს Norman Atlantic-ის ბორტზეც იმყოფებოდა, რომელსაც ადრიატიკის ზღვაში ცურვისას ცეცხლი გაუჩნდა. სამწუხაროდ, მაშინ ინციდენტს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

onalem

ტესტ