fbpx
საბერძნეთი

ათენში 23 მარტს ტაქსები არ იმუშავებენ – საპროტესტო აქცია 10:00 საათზე ტრანსპორტის სამინისტროსთან

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 23 მარტს ათენში ტაქსის მძღოლები 24 საათიან გაფიცვას აცხადებენ.

არსებული ცნობებით, დაგეგმილია მძღოლების საპროტესტო აქცია, რომელიც 10:00 საათზე დაიწყება კავალას გამზირზე და დემონსტრანტები სვლას დაიწყებენ ტრანსპორტის სამინისტროსკენ.

აღსანიშნავია, რომ აქციის ფარგლებში, შესაძლოა პოლიციამ გზა გადაკეტოს და შესაბამისად, ცეტრალურ გამზირებზე ტრანსპორტის გადაადგილება ვერ მოხდეს.

დეტალური ინფორმაცია, თუ რომელი გზები გადაიკეტება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ