fbpx
საბერძნეთი

მიკონოს: 5 დამლაგებელი ქალი, რომელმაც სასტუმროში შოკოლადები შეჭამა, საავადმყოფოში მოხვდა

გავრცელებული ინფორმაციით, მიკონოზე მომუშავე 5 დამლაგებელი ქალი საავადმყოფოში მოხვდა მას შემდეგ, რაც სასტუმროში კლიენტების მიერ დატოვებული შოკოლადები შეჭამეს. როგორც ირკვევა, ტკბილეული მაცივრებში ეწყო და ისინი მდიდრულ სასტუმროში დატოვეს ადამიანებმა, რომელთაც ნომრები ჰქონდათ დაქირავებული.

არსებული ცნობებით, შოკოლადები შეიცავდა ჰალუცინოგენურ ნივთიერებებს და მათი მიღების შედეგად დამლაგებელი ქალბატონები შეუძლოდ გახდნენ, მდგომარეობა კი იმდენად გაუუარესდათ, რომ სასწრაფოდ ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც მედია იუწყება, საუბარია ნივთიერებაზე ფსილოციბინი, რომელიც იწვევს ეიფორიას, სიმშვიდეს, გონებრივ გაღვიძებას, სწრაფად ცვალებად ემოციებს, დერეალიზაციას ან განცდას, რომ გარემო არ არის რეალური, ვიზუალურ ცვლილებას და დამახინჯებას, კონცენტრაციის დაქვეითებას და სხეულში უჩვეულო შეგრძნებებს, ჰალუცინაციებს.

არსებობს ალბათობა, რომ ნომრების დამქირავებლებს არ დაუტოვებიათ აღნიშნული ტკბილეული გამიზნულად და ისინი უბრალოდ დარჩათ, რადგან ოთახების სხვადასხვა ადგილებში იყო განთავსებული.

onalem

ტესტ