fbpx
საბერძნეთი

“დადგა დრო, პართენონას სკულპტურები საბერძნეთში დაბრუნდნენ” – კირიაკოს მიცოტაკი Sunday Times-თან

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ბრიტანულ მედიასთან განაცახდა, რომ პართენონას სკულპტურების საბერძნეთში დაბრუნების დრო დადგა და ამ საკითხს ახალ პრემიერთან, ლიზ ტრასთან განიხილავს.

“ეს ფანტასტიური ჟესტი იქნება მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი დედოფლის დაკრძალვის შემდეგ საერთო იმიჯის კუთხით ცოტა ცუდ მდგომარეობაშია, ხოლო ლიზ ტრასი სანდოობის ჩამოყალიბების გზებს ეძებს. მე ამას აუცილებლად ვეტყვი. 

მეფე ჩარლზი კი, რომელთანაც მე არაჩვეულებრივი პირადი ურთიერთობა მაქვს, შესაძლოა თავისი სტატუსიდან გამომდინარე ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს ამ საკითხზე, მაგრამ რეალურად მხარს უჭერს სკულპტურების გაერთიანებას. 

ვფიქრობ, რომ დიდ ბრიტანეთში კლიმატი შეიცვალა. საბერძნეთი აქტიურად იყენებს თავის შესაძლებლობებს და სურს კონსტრუქციული კონტაქტები ბრიტანეთის მუზეუმთან,” აცხადებს მიცოტაკი.

შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ ლიზ ტრასსა და საბერძნეთის პრემიერს შორის შედგეს მოლაპარაკება, რომლის მთავარი თემაც სწორედ სკულპტურების დაბრუნების საკითხი იქნება.

onalem

ტესტ