fbpx
საბერძნეთი

როგორ შევიძინოთ ტრანსპორტის ბილეთი პირდაპირ ტელეფონიდან აპარატისა და რიგში დგომის გარეშე?!

იმისთვის, რომ საჯარო ტრანსპორტის ბილეთი შევიძინოთ, ხშირად გვიწევს აპარატებთან თუ ჯიხურებთან გრძელ რიგში დგომა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სულაც აღარ არის საჭირო – ჩვენ გაცილებით მარტივად შეგვიძლია ვიყიდოთ ბილეთი ან ჩავრიცხოთ თანხა ბარათებზე, რომლებიც უკვე აღებული გვაქვს.

იმისთვის, რომ ეს პროცესი გავიმარტივოთ, პირველ რიგში უნდა ჩამოვტვირთოთ აპლიკაცია, ATH.ENA Card, სადაც რამდენიმე საფეხურს გაივლით რეგისტრაციისთვის:

  1. ვკრეფთ ბარათის 16 ციფრიან ნომერს და ვირჩევთ “Έλεγχος Κάρτας”.
  2. შეგვყავს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
  3. ვირჩევთ სასურველ კოდს, რომელიც მინიმუმ 8 ციფრისგან, სიმბოლოსგან ან ასოსგან უნდა შედგებოდეს.
  4. როდესაც დავეთანხმებით რეგისტრაციის პირობებს, შევალთ აპლიკაციაში.

ამ ეტაპების გავლის შემდეგ ვნახავთ, რომ გვაქვს არჩევანი, თუ რომელი პროდუქტის შეძენა გვსურს, რა ტიპის ბილეთი გვინდა (რამდენ დღიანი, რამდენ რეისიანი და ა.შ.) არჩევის შემდეგ ვაჭერთ “Πληρωμη” ანუ გადახდა და შესაბამისად შეგვყავს ჩვენი საბანკო ბარათის ნომერი და სხვა ინფორმაცია, პროცესის დასასრულებლად.

როდესაც გადახდას დაასრულებთ, აპლიკაცია ავტომატურად დაწერს “Φόρτιση Κάρτας“, რათა ჩამოტვირთოთ ბილეთი გამოსაყენებლად.

onalem

ტესტ