fbpx
საბერძნეთი

ათენი: უბედური შემთხვევა “ევანგელისმოს” მეტროში – მამაკაცი ვაგონებსა და ბაქანს შორის ჩავარდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 1 საათის წინ “ევანგელისმოს” სადგურში მოხდა. მამაკაცი, გაურკვეველი მიზეზებით, მატარებლის ვაგონებსა და ბაქანს შორის აღმოჩნდა და სერიოზულად დაშავდა.

არსებული ცნობებით, ის სხვა მგზავრების მსგავსად ელოდებოდა მატარებლის მოსვლას, თუმცა, უეცრად ვაგონებსა და ბაქანს შორის ჩავარდა და გაიჭედა. ადგილზე სწრაფად მობილიზდა სამედიცინო ბრიგადა და მაშველები, რომელთაც ის ზემოთ ამოიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

როგორც ირკვევა, მამაკაცი ცოცხალია, მაგრამ უმძიმესი დაზიანებები აქვს მიღებული. წინასწარი ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ პოლიცია არ გამორიცხავს თვითმკვლელობის მცდელობასაც.

onalem

ტესტ