fbpx
საბერძნეთი

ბერძნული კომპანია, რომელმაც საკუთარ თანამშრომლებზე, საჩუქრის სახით, 3.7 მილიონი ევრო გასცა

ეს არის ტრადიცია, რომელსაც ბერძნული კომპანია უკვე რამდენიმე წელია არ ღალატობს, საკუთარი თანამშრომლების შრომას ყველაზე მეტად აფასებს და კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევს უკეთესი შედეგების დასადებად. თამბაქოს კომპანია “კარელია” არის ოჯახი, სადაც თითოეულმა მომუშავემ იცის, რომ ჯერ კიდევ არსებობს კარგი ხელმძღვანელობა.

ანდრეას კარელიამ თავის თანამშრომლებს სადღესასწაულო სუფრის გასაწყობად 220 ევრო გადასცა. თუმცა, ცხადია, ყველაფერი აქ არ მთავრდება. საერთო ჯამში გაცემული თანხის რაოდენობა 3.7 მილიონს უდრის.

იხილეთ კონკრეტულად:

კარელიასმა მათ, ვისაც სამსახური წლის მანძილზე არცერთხელ არ გაუცდენიათ, 900 ევრო გადასცა.

მათ, ვისმა შვილებმაც ტექნიკურ უნივესიტეტში ჩააბარეს, 1.500 ევრო მიიღეს.

მათ, ვისმა შვილებმაც ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარეს, 500 ევრო მიიღეს.

თითოეული თანამშრომლის შვილმა საჩუქრად მიიღო Apple-ის ლეპტოპი.

თანამშრომლებმა, რომელთა თვიური ანაზღაურებაც 2.500 ევროზე ნაკლებია, საჩუქრად 1.300 ევრო მიიღეს.

გარდა ამისა, “კარელიამ” 100.000 ევრო გადასცა კალამატას საბავშვო ბაღს, სადაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები დადიან.

მესინიას აუტიზმით დაავადებულ პირთა ასოციაციას მათ 60, 000 ევრო გადასცეს.

შშმ პირთა ასოციაციას  – 50.000 ევრო.

კალამატას საავადმყოფოს 75.000 ევრო.

ხოლო ორგანიზიას “ბავშვის ღიმილი” 150. 000 ევრო.

onalem

ტესტ