fbpx
საბერძნეთიტერორიზმი

ბრიტანული მედია: “თეთრი ქვრივი” – საფრთხე, რომელიც საბერძნეთს ემუქრება!

ბრიტანული მედია ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ იუწყება, რომელიც დაკავშირებულია საბერძნეთთან და ამისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელ პერიოდად ზაფხული სახელდება. საუბარია კონკრეტულ ქალზე და მის ტერორისტულ დაჯგუფებაზე. ის 2013 წლიდან იძებნება.

კერძოდ, 35 წლის სამანთა ლიუთგუეიტი ინგლისიდან, რომელიც ოთხი შვილის დედაა, 2013 წლიდან ძებნაშია და მჭიდრო კავშირი აქვს მასიურ თავდასხმასთან, რომელიც კენიაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა.

2005 წელს განხორციელდა თავდასხმები ლონდონზე და აღმოსავლეთ აფრიკაზე, სადაც 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ყველა ამ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებულია 35 წლის ქალის სახელი, რომელსაც “თეთრ ქვრივს” უწოდებენ.

ბრიტანული მედია წერს, რომ “თეთრი ქვრივი” ამჟამად კენიაში იმალება და ის ქალებს 300 გირვანქა სტერლინგს უხდის, რათა მათ ტერორისტული თავდასხმები განახორციელონ. ეს თანხა კი ქვეყანისთვის, რომელიც ომმა გაანადგურა, ძალიან დიდია.

არსებობს შიში, რომ ისინი 30-მდე ადამიანს ამზადებენ და “ასწავლიან” თუ როგორ ააფეთქონ ესა თუ ის ტერიტორია.

Daily Star-ის მიხედვით, მათი სამიზნე ქვეყნებია დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთის სანაპიროები და კანარის კუნძულები.

 

onalem

ტესტ