fbpx
საბერძნეთი

ელ. ენერგიის ჭკვიანი მრიცხველები საბერძნეთში – ამიერიდან უკეთესი კონტროლი და დენის დაზოგვა იქნება შესაძლებელი

ევროპული საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ვერნერ ჰოიერი ათენში იმყოფება და კირიაკოს მიცოტაკის შეხვდა, უმნიშვნელოვანესი შეთანხმების ფარგლებში. ჰოიერმა და ΔΕΔΔΗΕ-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ათანასიოს მანოსმა ხელი მოაწერეს, არც მეტი, არც ნაკლები, 150 მილიონიან სესხს, რომელიც განკუთვნილია ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დაყენებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რას ნიშნავს “ჭკვიანი მრიცხველი?!”

როგორც ირკვევა, საუბარია სისტემაზე, რომელიც რეალურ დროში მიაწვდის ინფორმაციას მომხმარებლებს ელ. ენერგიის იმ რაოდენობის შესახებ, რომელსაც მოიხმარენ, მაგრამ ამავე დროს, ხელს შეუწყობს ელ.ენერგიის დაზოგვას. ჭკვიანი მრიცხველი გულისხმობს გამჭვირვალობას მოხმარების გაზომვისას. პარალელურად, თავიდან იქნება აცილებული დენის მოპარვის შემთხვევები.

პრემიერმა და ვერნერ ჰოიერმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაფართოვების შესაძლებლობებიც, ეკონომიკის დადებითი მიღწევები და კლიმატური კრიზისის შედეგებთან გამკლავების აუცილებლობა.

მიცოტაკიმ შეხვედრის ფარგლებში ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც იქნა, მომხმარებლებს ექნებათ ზუსტი და სუფთა სურათი, თუ რა რაოდენობის დენს წვავენ და ასევე, ექნებათ უკეთესი კონტროლი საკუთარ ქვითარზე, რომელიც სახლში მოსდით.

onalem

ტესტ