fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის სუპერმარკეტებში პოლიეთილენის პარკები გაძვირდა – იხილეთ ფასი

ახალი 2019 წლიდან სუპერმარკეტებში პოლიეთილენის პარკების ღირებულება 0.09 ევროა.

შეგახსენებთ, რომ 1 წლის წინ პოლიეთილენის ფასი 0.03 ევრო გახდა საცდელი ვადით, მისი სამომხმარებლო ფასი კი, 0.04 ევრო იყო. 1 იანვრიდან პარკებზე ფასის ზრდა ავტომატურად გამოიწვევს ჯარიმების გაზრდას. შედეგად, ახალი წლიდან, დამრღვევები 24.5-დან 31.5 ევროს ოდენობით დაჯარიმდებიან.

აღსანიშნავია, რომ გაძვირების მიუხედავად, პოლიეთილენის პარკის ფასი გაცილებით დაბალი იქნება ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. საზოგადოებრივი კანონმდებლობის მიზანია შემცირდეს პლასტიკური პარკების გამოყენება 90-მდე (ყოველწლიურად) 2020 წლისთვის,ხოლო 40-მდე 2025 წლისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი, თავდაპირველად, უარყოფითად შეხვდა ახალ ინიციატივას, დროთა განმავლობაში ისინი შეეჩვივნენ მოცემულობას. თუმცა, ბევრი მათგანი კვლავ გამოხატავს უკმაყოფილებას და ამბობს, რომ უნდა არსებობდეს ალტერნატიული უფასო ქაღალდის პარკი და არა ფასიანი პლასტიკური პარკი.

ზოგიერთი პოლიეთილენის პარკი დღემდე უფასოა. ეს პარკები შემდეგნაირია:

  • თხელი პარკები, რომელთა მასა 15 მიკროგრამზე მცირეა. თუ ისინი ჰიგიენური მიზნით ან გადაყრილი საკვებისთვის გამოიყენება
  • ბიოდეგრადირებადი პარკები
  • გაზეთის ჯიხურებსა და გარე ვაჭრობის დროს გამოყენებული პარკები

პოლიეთილენის პარკების ღირებულება დანარჩენ ევროპაში:

  • ჰოლანდია – 0.25 ევრო
  •  ირლანდია – 0.36 ევრო
  • პოლონეთი – 0.30 ევრო (2019 წლის 1 იანვრიდან)
  • ინგლისი – 0.10 ევრო
  • პორტუგალია – 0.10 ევრო
  • ესპანეთი – მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი 0.05 ევრო, სტანდარტული ზომის კი, 0.15 ევრო
  • ბულგარეთი – 0.05 ევრო
  • იტალია – 2011 წლიდან პოლიეთილენის პარკების ხმარება აკრძალულია

onalem

ტესტ