fbpx
საზოგადოება

ყველაზე ახალგაზრდა ბერძენი შეფ-მზარეული ლონდონის საუკეთესო რესტორანში!

28 წლის ასიმაკის ხანიოტისი რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პერისტერიდან ლონდონში აღმოჩნდებოდა. ის მუშაობდა სეზონურად სასტუმროებში და საბოლოოდ ლონდონის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში შეფ-მზარეული გახდა. თანაც ასეთ ადრეულ ასაკში. რესტორანს “Pied a Terre” Μichelin-ის ვარსკვლავები აქვს მიღებული.

ხანიოტისი არის ყველაზე ახალგაზრდა ბერძენი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასეთი წარმატების მიღწევა შეძლო.

“ჩემთვის Μichelin-ის ვარსკვლავების მიღება ცხოვრების უდიდესი მიზანი გახდა მას შემდეგ, რაც საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის დატოვება გადავწყვიტე. მაგრამ ეს რთული გზა იყო. საქმე არ არის გამართლებაში, ყველაფერი მუხლჩაუხრელ შრომას, დისციპლინასა და მოთმინებას მოითხოვს.”

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მზარეულმა Michelin -ის ვარსკვლავის მქონე რესტორანში მუშაობის დაწყება ათენშიც სცადა და რეზიუმე გააგზავნა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მკაცრი უარი მიიღო, გეზი ემიგრაციისკენ აიღო.

საუბრისას ამბობს, რომ საბერძნეთს ვიწრო საზღვრები აქვს, თუმცა, ყველაფერში, რასაც აკეთებს, სურს, რომ რაღაც ბერძნული გაურიოს. მის მენიუში არის ის, რასაც დედა ბავშვობაში ხშირად უმზადებდა.

“ზოგიერთ ადამიანს უნდა, რომ გააკეთოს რაღაც მარტივი, უსაფრთხო და ამით დაასრულოს. ზოგიერთს არ ადარდებს კერძები, მხოლოდ კარიერა და ფულის გამომუშავება. მე მაინტერესებს გავხდე საუკეთესო მზარეული და შეფი, ვისწავლო უფრო მეტი ჩემს ინდუსტრიაზე.”

Pied a Terre-ში დასაქმებული ადამიანების 70% ბერძნები არიან. გუნდი მუშაობს ინტენსიურად და გაუჩერებლად, რაც ხშირად იწვევს დაძაბულობას. მაგრამ წარმატება, რომელსაც ამ რესტორანმა მიაღწია, ნამდვილად ერთიანი გუნდის დამსახურებაა.

“მე ჩემი გუნდის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. ჩემი სოუს შეფი, საკის კონსტანტაკოპულოსი ზრუნავს რესტორანზე, როდესაც მე აქ არ ვარ და აკეთებს ყველაფერს, იდეალურობის შესაქმნელად. ჩემს საქმეში ძალიან მკაცრი ვარ და ასეთია ჩემი გუნდიც. სწორედ ამიტომ არის ჩვენი დონე მაღალი. თქვენ ვერასოდეს ნახავთ, როგორ ვხუმრობ მუშაობისას და არასოდეს შევთავაზებ ვინმეს რამეს, თუ 100%-ით კმაყოფილი არ ვარ. თუმცა, როდესაც მუშაობას დავასრულებთ, ვსვამთ სადამდეც შეგვიძლია, თუნდაც დილამდე,” ამბობს 28 წლის ასიმაკის ხანიოტისი.

onalem

ტესტ