fbpx
საზოგადოება

წვიმა და ჭექა-ქუხილი დღეიდან საბერძნეთში – რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები?!

ბერძენი სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ქვეყნის რამდენიმე რეგიონში წვიმას, ჭექა-ქუხილსა და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ძირითადად საუბარია აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკის ტერიტორიებზე, სადაც მოსალოდნელია პერიოდული წვიმები და შტორმი.

ტემპერატურა 19-დან 36 გრადუსამდე იმერყევებს ჩრდილოეთ საბერძნეთში, 22-დან 34 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეში, ხოლო დასავლეთით 22-დან 36 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

კიკლადესსა და კრეტაზე 24-დან 31 გრადუსამდე ვარაუდობენ.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მათ შორის ათენს, მოსალოდნელია 24-დან 34 გრადუსამდე, უმეტესად მზიანი ამინდი და პერიოდული, მცირე მოღრუბლულობა, რასაც შესაძლოა თან ახლდეს წვიმა, რომელიც რამდენიმე წამს გასტანს. ქარის ძალა 4-6 ბალამდე.

თესალონიკში ნავარაუდევია მცირე მოღრუბლულობა და ძირითადად მზიანი ამინდი. ტემპერატურა 25-დან 35 გრადუსამდე იმერყევებს.

ოთხშაბათი:

ხუთშაბათი:

პარასკევი:

შაბათი:

კვირა:

onalem

ტესტ