fbpx
კრიმინალი

მკვლელი მაკრატლით – კუნძული კრეტა 44 წლის ქალის ნამოქმედარით შეძრულია

კუნძულ კრეტაზე, ირაკლიოს ერთ-ერთ სასტუმროში 56 წლის ფრანგი მამაკაცი მოკლული იპოვეს. როგორც პოლიცია იუწყება, პირველივე წუთებიდან ცხადი იყო, რომ ის საკუთარმა პარტნიორმა მოკლა. დანაშაულის ადგილზე იმდენად მძიმე სურათი იყო, რომ ოფიცრებსაც კი გაუჭირდათ მუშაობა. ეს არის ქალის მიერ ჩადენილი უსასტიკესი მკვლელობა, მაკრატლით.

გავრცელებული ინფორმაციით, 44 წლის ქალი უკვე დაკავებულია. ის არ აღიარებს, რომ პარტნიორ მამაკაცს ყელის, გულის და კიდურების არეში მაკრატლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. არამედ ამბობს, რომ 56 წლის ფრანგს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მაკრატელი თვითმკვლელობის მიზნით აიღო, ის კი ცდილობდა მისთვის წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ამაოდ.

ყველაფერი კი მაშინ მოხდა, როდესაც ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ხელებზე მიყენებული დაზიანებები მიუთითებს, რომ მსხვერპლი ბოლო წამამდე იბრძოდა, თუმცა, საბოლოოდ ქალმა მისი მოკვლა შეძლო.

უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმროს თანამშრომლები და ხელმძღვანელობა მათ შორის ხშირ კამათზე საუბრობს. პარტნიორები თითქმის ყოველდღე სვამდნენ და შემდეგ იწყებოდა მათი ჩხუბი თავიანთ ნომერში.

ბრალდებული ირაკლიოს პროკურატურაში დღეს დილით წარსდგა.

onalem

ტესტ